"მანჩესტერ იუნაიტედი" მოხარულია გაცნობოთ რომ კლუბის ახალწვეულმა ჯეიდონ სანჩომ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა რომლის თანახმადაც ის "ოლდ ტრაფორდზე" 2026 წლამდე დარჩება, ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი ავტომატურად ერთ წლიანი გახანგრძლივების ვადა. იუწყება კლუბის ოფიციალური პრეს სამსახური.
21 წლის ჯეიდონმა დორტმუნდის "ბორუსიაში" ჩატარებული 4 სეზონის შემდეგ პირადი აქტივი 50 - გოლით და 64 - საგოლე გადაცემით შეავსო. ფეხბურთელი ასევე გამოძახებული იქნა ინგლისის ეროვნულ ნაკრებში სადაც მან ევრო 2020 - ის ტურნირზე მონაწილეობაც მიიღო.
"მე ყოველთვის მადლობელი ვიქნები "დორტმუნდის", რომელმაც საშუალება მომცა ფეხბურთი მეთამაშა პირველ გუნდში, თუმცა ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთ დღეს ინგლისში დავბრუნდებოდი.
"მანჩესტერ იუნაიტედში" გაწევრიანების ოცნება ახდა და მე შემიძლია დაველოდო პრემიერ ლიგის გათამაშებს დაწყებას. ეს არის ახალგაზრდა და საინტერესო გუნდი და მე ვიცი, რომ ერთად შეგვიძლია განვავითაროთ გუნდი, რაღაც განსაკუთრებულს მივაღწიოთ, მივაღწიოთ იმ წარმატებას, რასაც ჩვენი გულშემატკივარი იმსახურებს.
მოუთმენლად ველოდები მწვრთნელთან და სამწვრთნელო შტაბთან მუშაობის დაწყებას, რადგან მივიღო პროგრესი მატთან ერთად მუშაობით". - განაცხადა დასასრულს სანჩომ.
სანჩოს შესახებ ისაუბრა კლუბის ნორვეგიელმა თავკაცმა ოლე გუნარ სოლსკიაერმაც: "ჯეიდონი არის ისეთი დონის მოთამაშე რომელი დონის ფეხბურთელების ხილვაც მსურს ჩემს კლუბში, ის ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილი იქნება წლების განმავლობაში და ველოდებით მის განვითარებას და უფრო მაღალ საფეხურებზე ასვლას.
მისი გოლები და საგოლე გადაცემები მეტყველებს თუ რა დონის ფეხბურთელია სანჩო, ჩვენს გუნდს ის მოუტანს სისწრაფეს, კრეატიულობას და ბრწყინვალებას.
"ოლდ ტრაფორდი" მას იმ საფუძველს მისცემს რათა გააცნობიეროს ჯერ კიდევ მისი არარეალიზებული ნიჭი და ითამაშოს უმაღლეს დონეზე. მისი ასაკის ფეხბურთელისთვის ჯეიდონმა გამოავლინა გამბედაობა, გაემგზავრა ასეთ პატარა ასაკში საზღვარგარეთ და მსგავსად იასპარეზა. გუნდი სანჩოს თბილად მიიღებს ამის შემდეგ კი ახალი სეზონისთვის მზადებას გავაგრძელებთ". - განაცხადა ოლე გუნარმა.