"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგმა ფეხბურთელმა პოლ პოგბამ კლუბის მენეჯმენტის მხრიდან შემოთავაზებული ახალი კონტრაქტი და კვირაში 350 ათასი ფუნტი სტერლნგი უარყო და კლუბიდან მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე აუცილებლად წავა.
აღნიშნული ინფორმაცია Mirror - ის ჟურნალისტმა დევიდ მაკონელმა გაავრცელა რომელიც რეგულარულად ესწრება პრეს-კონფერენციებს თამაშებს და როგორც გახდა ცნობილი "იუნაიტედში" საინფორმაციო წყაროც გააჩნია.
ინგლისელები პოგბას სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტ სტერლინგს მოითხოვენ, ფრანგის შეძენის მოწინავე პოზიციაზე მაურისიო პოჩეტინოს "პარი სენ ჟერმენია".
საქმეში ერთვება ტურინის "იუვენტუსიც". თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება რომ ორივე კლუბი ნახევარმცველის სანაცვლოდ"წითელ ეშმაკებს" 45 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტს არ შესთავაზებს.
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.