"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკი მზადაა იბრძოლოს მისი ადგილისთვის შემდეგ სეზონში.
Manchester Evening News (MEN) - ის თანახმად, 24 წლის ფეხბურთელი უარს იტყვის იტალიის, ესპანეთისა და გერმანიის კლუბების შეთავაზებებზე, რომ ამ ზაფხულს "იუნაიტედში" დარჩეს.
მოთამაშესთან ახლოს მყოფმა წყაროებმა განაცხადეს, რომ იგი თავს კარგად გრძნობს და მზად არის გამოწვევისთვის მას შემდეგ, რაც გამოტოვა ევრო 2020 ტრავმის გამო. ნიდერლანდელი დარწმუნებულია, რომ წარმატებას მიაღწევს "წითელ ეშმაკებთან".
ბოლოდროინდელი ცნობების თანახმად, ნორვეგიელი ტაქტიკოსი მომავალ სეზონში აპირებს ახალი წყობის გამოცდას, უფრო თავდასხმითი 4-3-3 დაბრუნებას, აქამდე ის 4-2-3-1 სქემით ათამაშებდა გუნდს.
თუ სოლსკიაერმა შეიტანა ეს ცვლილება, სავარაუდოდ, ეს ნიშნავს იმას, რომ ფრედ ან სკოტ მაკტომინეი სკამზე გადაინაცვლებს უფრო შეტევაზე ორიენტირებული ნახევარმცველის სასარგებლოდ.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.