"იუნაიტედის" ნახევარმცველმა ანდრეას პერეირამ დაადასტურა, რომ მომავალ სეზონში "ლაციოში" დაბრუნება სურს.
”მსურს დავუბრუნდე "ბიანკოჩელესტში" , თუ მეტი სათამაშო დრო მექნებოდა, - თქვა პერეირამ ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოსთან ინტერვიუში. "რომი შეიძლება საბოლოოდ გახდეს ჩემი სახლი, იქ დიდი დრო გავატარე. მე მიყვარს თამაშის სტილი და გუნდური სულისკვეთება, რაც სერია A - ს კლუბებს აქვთ."
"მე "ლაციოს" პრიორიტეტს ვანიჭებ, რადგან ეს კლუბი გულში მყავს, მაგრამ მთლიანმა შენმა ქვეყანამ დაპყრო ჩემი გული და რატომ არ უნდა დავბრუნდე იტალიაში, თუ ასეთი შესაძლებლობა არსებობს?"
"გულშემატკივრები არიან ჩემი სიყვარულის მთავარი მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სტადიონზე არ იყვნენ, ქუჩაში და სოციალურ ქსელში მათი მხარდაჭერა ვიგრძენი. ყოველთვის ვაკეთებდი მაქსიმუმს მიღებულ დროში. ვფიქრობ, რომ შემეძლო უკეთესად მეთამაშა, თუკი უფრო მეტი დრო შემეძლო მინდორზე დარჩენა და მეტი თავისუფლება. როდესაც მატჩის ბოლოს გამოდიხარ, შენი ამოცანა მხოლოდ ტაქტიკურია და ეს არ არის საუკეთესო ვარიანტი."
გასულ სეზონში 25 წლის პერეირამ მონაწილეობა მიიღო ლაციოს 33 მატჩში, მაგრამ მინდორზე მხოლოდ 810 წუთი გაატარა. მის ანგარიშზე 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
ინტერვიუები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.