Manchester Evening News - ის რეპორტიორი ტაირონ მარშალი წერს, რომ ამ კვირაში დონი ვან დე ბეკი და ენტონი მარსიალი ერთად ვარჯიშობდნენ კარინგტონში, ხოლო დანარჩენი მოთამაშეები გაემგზავრნენ სარიში. ისინი გუნდს ორშაბათს შეუერთდებიან.
კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაშია მარსიალი და ვან დე ბეეკი, ოლემ თქვა: ”ისინი ჯერ არ არიან მზად. ალბათ ისინი ორშაბათიდან ჩვენთან ივარჯიშებენ. ბიჭები ბევრს მუშაობენ გუნდში დასაბრუნებლად. როდის ჩამოდიან ფერნანდეში და პოგბა? არა, ეს არ იქნება შემდეგ კვირაში. ”
შეგახსენებთ, რომ მარსიალი მოედანზე აღარ გამოჩენილა მარტიდან, როდესაც ის საფრანგეთის ნაკრებში დაშავდა, ხოლო ვან დე ბეეკმა საზარდულის კუნთები დაიზიანა ეროვნულ ნარკებში ყოფნისას, რის გამოც ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია.
ინტერვიუები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.