პრესამ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითადი ადგილის დამკვიდრებისთვის მოწინავე პოზიციაზე მყოფი მეკარე დაასახელა. მაშ ასე, 2021/2022 წლების სეზონში "წითელი ეშმაკების" კარს დინ ჰენდერსონი დაიცავს.
გადაწყვეტილება გუნდის ნორვეგიელმა თავკაცმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა მიიღო. დე ხეა გახდება სათადარიგო სკამის წევრი რომელიც მნიშვნელოვან პრინციპულ დაპირისპირებებში დაიცავს გუნდის კარებს. ინფორმაცია Manchester Evening News - მა გაავრცელა.
ინგლისელი კიპერი სავარჯიშო სესიებს დაუბრუნდა, შეგახსენებთ რომ მას ბარძაყის ტრავმა დაუფიქსირდა რის გამოც ევრო 2020 - ის გამოტოვება მოუწია.
ამასთანავე დავიდ დე ხეა შვებულებიდან დროზე ადრე დაბრუნდა რადგან სურს რომ კონკურენცია დინ ჰენდერსონთან მის სასარგებლოდ დასრულდეს, დავიდი "ოლდ ტრაფორდის" დატოვებას არ აპირებს.
ჭორები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.