"საუთჰემპტონის" მთავარი დამრტყმელი ძალა დენი ინგსი მომავალი სეზონიდან გულშემატკივარმა ორი "მანჩესტერული" კლუბიდან შესაძლოა ერთერთში იხილოს.
ფეხბურთელს სურს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ან "მანჩესტერ სიტის" შეუერთდეს. თავდამსხმელი წინადადებას სწორედ აღნიშნული კლუბებიდან ელოდება. ინფორმაცია talkSPORT - მა გაავრცელა.
ინგსმა მის ამჟამინდელ კლუბს ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი უთხრა, ხოლო მიმდინარე ხელშეკრულებით ის "საუთჰემპტონის" ღირსებას მომავალი წლის ზაფხულამდე დაიცავს.
ინგსს ახალი გამოწვევების მიღება და უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა სურს. მისთვის პრიორიტეტული ნაბიჯი სწორედ ოლე გუნარ სოლსკიაერის ან ხოსეპ გვარდიოლას გუნდში ასპარეზობა იქნება.
შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელი "წმინდანებს" 2019 - წელს "ლივერპულიდან" შეუერთდა 22 - მილიონი ევროს სანაცვლოდ. გასულ სეზონში პრემიერ ლიგის 29 - მატჩში დენიმ თავი 12 - გოლით და 4 - საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ჭორები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.