მანამ სანამ ზაფხულის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიხურება, ინგლისური გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედი" კიდევ სამი ტრანსფერის გაჩარხვას გეგმავს. ინფორმაცია Manchester Evening News - მა გაავრცელა.
აქამდე "წითელმა ეშმაკებმა" გერმანული კლუბიდან ჯეიდონ სანჩო 85 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატეს. როგორც ჩანს ნორვეგიელი სპეციალისტის ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობაში ახალი სახეები ისევ იქნება.
ყველაზე ახლოს "ოლდ ტრაფორდთან" მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი იმყოფება, რომელმაც თავის მხრივ პერესის კლუბს აცნობა რომ მათი რიგების დატოვება და ახალი გამოწვევების მიღება სურს.
პრესა ასევე აქტიურად საუბრობს კიდევ ერთიი მადრიდული გუნდის "ატლეტიკოს" მარჯვენა მცველზე კიერან ტრიპიერზე. საუბარია ასევე ახალი თავდამსხმელის შეძენაზე.
წამსვლელების ვინაობას რაც შეეხება, ინგლისელები სავარაუდოდ საფრანგეთში პოლ პოგბას გაასხვისებენ.
სიახლეები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.