ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველი ლუკ შოუ, ევროპის ჩემპიონატზე გატეხილი ნეკნებით ასპარეზობდა. - ინფორმაციას The Telegraph - ი ავრცელებს.
ფეხბურთელმა ტრავმა მერვედფინალურ ეტაპზე გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ასპარეზობისას მიიღო, თუმცა ამ ყველაფერმა მარცხენა მცველს ხელი ვერ შეუშალა ასპარეზობის გაგრძელებაში.
ამის შემდეგ "სამი ლომის" ნაკრების მცველმა კიდევ სამი შეხვედრა ჩაატარა, უკრაინის, დანიის და იტალიის წინააღმდეგ ლუკი გაბზარული ნეკნებით თამაშობდა.
ევროპის ყველაზე პრესტჟულ ტურნირზე შოუმ 6 შეხვედრა ჩაატარა, საკუთარი მონაგარი კი 1 გოლით და 3 საგოლე გადაცემით შეავსო. შეგახსენებთ რომ აღნიშნული გოლი "იუნაიტედის" ფეხბურთელმა ტურნირის ფინალში გაიტანა.
ამჟამად შოუ "მანჩესტერ იუნაიტედში" სამედიცინო შემოწმებას გადის.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.