Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, საულ ნიგეზის შესაძენად "იუნაიტედი" და "ლივერპული" იბრძვის. ასევე "ბარსელონა" და "ატლეტიკო" ამ დრომდე აწარმოებდნენ მოლაპარაკლებას, სადაც საულის და გრიზმანის გაცვლა იგეგმებოდა.
გამოცემის ინფორმაციით, მხარეებმა მოლაპარაკება შეწყვიტეს, რადგან კატალონიელები გრიზმანის სანაცვლოდ საულს + 20 მილიონს ითოხვდნენ, რაზეც უარი მიიღეს. თუმცა "ბარსელონამ" მეორე შეთავაზება ცადა და საულს + ჟოაო ფელიქსი მოითხოვა, რაც ასევე უგულველყოფილ იქნა.
რამდენიმე დღის წინ კი საულმა ჟურანლისტის შეკითხვას ასე უპასუხა: "მე "ატლეტიკოდან" უკვე გამაგდეს"
ესპანელი თავიდანვე არ იყო მოხიბლული "ბასრელონას" ვარიანტით და ინგლისისკენ მოუწევს გული,რადგან არ სურს ესპანეთის ჩემპიონატში დარჩენა და ინგლისში ბევრად მაღალი ხელფასი ელოდება, ვიდრე ის "ბარსაში" მიიღებდა.
გამოცემა წერს, რომ ახლა ორ დაუძინებელ მტერს შორის ბრძოლაა გაჩაღებული და ვინ დარჩება გამარჯვებული "მანიუ" თუ "ლივერპული" სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე შესაძლოა ვერ გაირკვეს.
ჭორები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.