"მანჩესტერ იუნაიტედს" სურს 28 წლის ვარსკვლავის გაყიდვა და იჯარაზე ყოფილ მწვრთნელს უარი უთხრა.
Sky Sports Italia - ს ანგარიშის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედმა" უარი თქვა ალექს ტელეშის იჯარაზე "რომაში"
ჯოზე მოურინიო, "იუნაიტედის" ყოფილმა მენეჯერმა პრემიერ ლიგიდან უკვე გააფორმა რუი პატრისიო. პორტუგალიელ მენეჯერს სურს ტელეშის დამატებაც,რადგან ლეონარდო სპინაცოლიმ მძიმე ტრამვა მიიღო ევროპის ჩემპიონატზე და იტალიურ კლუბს სურს, რომ "იუნაიტედის" 28 წლის მარცხენა მცველი იყოს მისი დროებითი შემცვლელი.
ტელეშისთვის კი სიახლე აღმოჩნდა, რომ სოლსკიაერი მის გაშვებას აპირებს, არადა გასულ ზაფხულს მოიყვანეს პორტუგალიის "პორტუდან" 17 მილიონ ევროდ. ლუკ შოუს ფორმა კი ალექსისთვის განგაშის მანშნებელია, რადგან გასულ სეზონში სოლსკიაერი ტელეშს ფაქტიურად არ იყენებდა, ხოლო როცა ლუკმა ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო ევროპის ჩემპიონატი ჩაატარა, ძნელად წარმოსადგენია ბრზაილიელისთვის რაიმე უკეთესობისკენ შეიცვალოს.
არადა ნორვეგილეს მარცხენა მეორე მცველი აუცილებლად ჭირდება, რადგან გასულ წლებში შოუ საკმაოდ ბევრ ტრანვმას იღებდა, სეზონი კი გრძელი და დამღლელია.
ჭორები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.