გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაფაელ ვარანთან ერთად "იუნაიტედს" ვინიციუს ჟუნიორის ყიდვაც შეთავაზეს და პასუხს ელოდებიან.
დღეს კი Mirror - მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "წითელმა ეშმაკებმა" 150 მილიონიანი წინადადებით მიმართეს, რაც ვარანს და ვინის ერთად ყიდვას გულისხმობს.
მანჩესტერში იციან, რომ პერეს ფული ძალიან ჭირდება, რათა მალე მოახდინოს კილიან მბაპეს შეძენა და თუ გამოცემა სწორ ინფორმაციას ავრცელებს, მაშინ "რეალის" პრეზიდენტს ნამდვილად მოუწევს დაფიქრება.
რაც შეეხება ვარანს, ტრანსფერი 72 საათში უნდა დაიხუროს. რადგან "იუნატედმა" შეთავაზება 58 მილიონამდე გაზარდა მას შემდეგ, რაც პერესმა გაგუგზავნა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ "პსჟ" ვარანის სანაცვლოდ ზუსტად 58 მილიონს იხდის.