ვარანის გაფორმებამდე სულ ცოტა რჩება, რადგან პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანმებულია და ასევე აქტიურად და პროგერსულად მიმდინარეობს მოლაპარაკება მადრიდის "რეალთან"
ოფიციალური წინადადება მართალია არ გაკეთებულა, თუმცა RMC Sport - ის ჟურნალისტი, მოჰამედ ბუჰაფსი წერს, რომ მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია შესული და მადრიდელები მეორე ძირითადის მცველს გარკავენ.
Manchester Evening News - ის ცნობით, კი კიერან ტრიპიერმა ხელმძღვანელობას "მანჩესტერ იუნაიტედში" გაშვება თხოვა, რადგან სამშობლოში სურს დაბრუნება. მისი ფასი 20 - 25 მილიონ ევრომდე მერყეობს.
2019 წლის კიერინი დიდ სკანდალში გაეხვა. როდესაც მისი "ატლეტიკოში" გადასვლა შეთანხმდა, მეგობარს ვოცაფის საშუალებით ესემესი გაუგზავნა და სანამ ტრანფერი ოფიციალურად დადასტურდებოდა მისმა მეგობარმა ფსონი სწორედ აღნიშნულ ტრანსფერზე გააკეთა. საბოლოო ჯამში ინგლისელი დამნაშავედ ცნეს და 3 თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.
ჭორები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.