სურათები სტატიაში.
ახალი საშინაო ფორმა განასახიერებს ძალას, გამძლეობას, ვნებას და ნდობას. 2021/22 წლების სეზონის საშინაო ნაკრების დიზაინერების შთააგონება არის როგორც ჩვენი დიდი კლუბის, ასევე ქალაქის წარმატება და მათ ისტორიული მემკვიდრეობის იდეა გაუჩნდათ.
გუნდის გასული საუკუნის 60-იანი წლების საშინაო მაისურები გახდა საფუძველი, როდესაც კლუბის გულშემატკივარი ემყარებოდა ისეთ ლეგენდებს, როგორიცაა ჯორჯ ბესტი, სერ ბობი ჩარლტონი, დენის ლოუ და სხვები. ეს საშინაო ფორმა ეძღვნება მათ, ვინც ჩვენამდე მოიტანა და გუნდური ისტორიის ყველაზე დიდ მომენტებში მიგვიყვანა კლუბთან. ახლა დროა, ფეხბურთელებმა დღევანდელ თაობაზე კვალი დატოვოს, ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ადიდასის ლოგოებთან და "მანჩესტერ იუნაიტედის" საკლუბო გვირგვინებთან ერთად, მაისურს ამშვენებს გუნდის ახალი სპონსორის, TeamViewer - ის ლოგო და აძლევს მას კლასიკურ იერსახეს და კლუბური მემკვიდრეობის შეგრძნებას. ხაზს უსვამს ჩვენი კლუბის ძირითად ღირებულებებს სიტყვებით:
"ახალგაზრდობა, გამბედაობა და წარმატება". მას ავსებს ოქროსფერი ეშმაკი შორტებსა და გამაშებზე.
გუნდი პირველად ითამაშებს ახალი ფორმით ამ კვირას, 18 ივლისს, "დერბი ქაუნთის" ამხანაგურ მატჩში.