ბევრი ითქვა და დაიწერა პოგბას წასვლის შესახებ, ზოგმა ის უკვე "იუვენტუსში" გადაიყვანა, ზოგმაც კი "პარი სენ ჟერმენს" დაუკავშირა. ვრცელდებოდა უამრავი ინფორმაცია მის "რეალში" გადასვლაზე, თუმცა როგორც ჩანს ფრანგი დარჩება და ახალ გრძელვადიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
პოგბა გახდება ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი კლუბში, რომლის სტატუს ჯერ კიდევ ესპანელ მეკარე დევიდ დე ხეა ატარებს. ახალი ხელშეკურლების თანახმად 29 წლის ფრანგი კვირაში 390,000 ფუნტს მიიღებს, რაც წელიწადში დაახლოებით 25 მილიონი ევროა.
როგორც ჩანს "მანჩეტსერ იუნაიტედს" არ სურს გვინეური წარმოშობის ფეხბურთელის დაკარგვა და კოლოსალური ხელფასის გადახდას დათანხმდა. გამოცემის ცნობით პოლი ახალ გრძელვადიან კონტრაქტს მალე მოაწერს ხელს.