"მანჩესტერ იუნაიტედმა" შეიძლება მარკუს რაშფორდი დაკარგოს სამი თვის განმავლობაში, თუ თავდამსხმელი გადაწყვეტს მხრის ოპერაციას, რაც მას სჭირდება, იუწყება The Guardian.
"წითელი ეშმაკების" 23 წლის თავდამსხმელი შეიძლება თავისი კლუბისთვის მიუწვდომელი იყოს ოქტომბრის ბოლომდე, თუ ის გადაწყვეტს ქირურგიულ ჩარევას. გასულ სეზონში, რაშფორდმა მხრის კუნთები დაიზიანა და ტრავმამ მას ხელი შეუშალა სრულად ეთამაშა, მაგრამ ამის მიუხედავად, გარეტ საუთგეითმა ინგლისის გუნდთან ერთად იგი ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანა.
სამშაბათს, მარკუსს ჩაუტარდა სკანირება და გადაწყდა, რომ ოპერაცია ერთადერთი ვარიანტია. ამასთან, ცხადია, რომ ოპერაცია არ გაკეთდება ორიოდე კვირაში. სავარაუდოა, რომ ოპერაციის შემდეგ ის ვერ შეძლებს თამაშს დაახლოებით 3 თვის განმავლობაში და მხოლოდ 23 ოქტომბრისთვის შეუძლია დაბრუნდეს მოედანზე, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლივერპულს" "ოლდ ტრაფორდზე" დაუპირისპირდება.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.