გუშინ გაიმართა ევროპის ჩემიონატის ფინალი, სადაც ერთმანეთს ინგლისის და იტალიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და საბოლოო ჯამში საქმე 11 მეტრიანებამდე მივიდა, სადაც უფრო იღბლიანები "ტიფოზები" აღმოჩნდნენ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ორმა ფეხბურთელმა, მარკუს რეშფორდმა და ჯეიდონ სანჩომ ვერ შეძლეს გატანა და ინგლისის ნაკრები უტიტულოდ დარჩა.
აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა სოციალურმა ქსელმა მხარდაჭერა გამოუცხადა მარკუს რეშფორდს შემდეგი სიტყვებით: "ერთი არაზუსტი შესრულება, შენი როგორც ადამიანის და ფეხბურთელის სწორ დახასიათებას არ იძლევა. მოუთმენლად ველით შენს დაბრუნებას".
ამის შემდეგ კი "იუნაიტედმა" ლუკ შოუს, ჰარი მაგუაიერის და მარკუს რეშფორდის გამამხნევებელი პოსტი გამოაქვეყნა. თუმცა არცერთ მათგანში არ ფიგურირებს მათი ახალი შენაძენი ჯეიდონ სანჩო.
"იუნაიტედში" უბრალოდ დაავიწყდათ, რომ სანჩო იყიდეს.