გავრცელებული ცნობების თანახმად, სპორტული დირექტორი ჯონ მურტოუ მეგა-ტრანსფერს ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ ჯეიდონ სანჩო 73 მილიონ ფუნტ სტერლინგად მოვიდა, Football Insider ირწმუნება, რომ "წითელ ეშმაკებს" კეინი მაინც სურთ.
უფრო მეტიც, ისინი გადავიდნენ მოწინავე პოზიციაზე 27 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში "კულისებში" განვითარებული მოვლენების შემდეგ.
"სპურსის" თავმჯდომარე დანიელ ლევი საჯაროდ ამტკიცებდა, რომ მას არ სურს კეინის გაყიდვა. თუ ის არ მიიღებდა 150 მილიონ გირვანქა სტერლინგს.
ახლა კი ფასი 100 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე დაეცა - თუმცა მსუყე ციფრია. ამასთან მოსალოდნელია ის, რომ "ტოტენჰემს" სამაგიეროდ ორი "იუნაიტედის" ფეხბურთელი სურს.
სანჩოს მოსვლა შეარყევს "იუნაიტედის" შემტევების პოზიციებს და როგორც ცნობილია, ენტონი მარსიალი შესაძლოა წასვლის რისკის წინაშე აღმოჩნდეს, ნათქვამია ESPN - ის მოხსენებაში.
Football Insider - ის ინფომაციაში არ არის ნახსენები, თუ რომელ ორ მოთამაშეს მოითხოვს ლევი.
თუმცა კულუარებში საუბარია მარსიალზე და დონი ვან დე ბეეკზე, მაგრამ "იუნაიტედის" დამრიეგებელი ოლე გუნარ სოლსკიაერი უარს იტყვის მეისონ გრინვუდის წასვლაზე. მარკუს რაშფორდი ასევე გამორიცხულია, მარსიალთან და ბეეკთან ერთად ასევე რჩება დენიელ ჯეიმსის ვარიანტიც.