რაფა არ განიხილავს არცერთ კლუბს "მანჩესტერ იუნაიტედის" გარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რაფაელ ვარანს გულში ჩაუვარდა "მანჩესტერ იუნაიტედი" და ამ ზაფხულს უარი თქვა "პარიზ სენ ჟერმენში" გაწევრიანების შანსზე.
ვარანი ითვლება, რომ ამ ზაფხულს არის "იუნაიტედის" მთავარი სამიზნე და ჯერჯერობით უარს ამბობს ხელშეკრულების დადებაზე მის ამჟამინდელ კლუბში, მადრიდის "რეალში".
სავარაუდოდ, "წითელ ეშმაკებს" დაუკავშირდნენ "ლოს ბლანკოს" მოლაპარაკებების დასაწყებად და მათ მიეცათ ნებართვა ესაუბრონ ფეხბურთელს.
მიუხედავად იმისა, რომ ესპანურ მხარეს სურს მოთამაშის შენარჩუნება, "იუნაიტედი", როგორც ჩანს, ერთადერთი ვარიანტია, რომელსაც 28 წლის ფეხბურთელი განიხილავს.
კალაბრესი, უნდა ითქვას, არ არის პირველი რიგის რეპორტიორი, მაგრამ მას ესპანეთში საკმაოდ საიმედოდ თვლიან.
ანალოგიური რეპუტაციის მქონე ინგლისელმა ჟურნალისტმა, რობ ბლანშეტმა, ასევე გააკეთა ტვიტერზე პოზიტიური ინფორმაცია ვარანზე არსებული ვითარების შესახებ.
"რეალს" ფული ჭირდება და არ სურს ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვა. ვარანს წასვლა სურს. ამის გაკეთების დროა.
ფაბრიციო რომანო, აცხადებს, რომ მადრიდის მოთხოვნილი თანხა ჯერ კიდევ არ შეუთავაზებია "იუნაიტედს", რომელმაც ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა მოთხოვნა და პასუხს ელოდება.
მათ უკვე დაკარგეს ვარანის პარტნიორი სერხიო რამოსი. მათი შეთავაზება დაახლოებით 9 მილიონი ევროა წელიწადში (დაახლოებით 150,000 ფუნტი კვირაში) მათ მხოლოდ ამის საშუალება აქვთ. "იუნაიტედმა" შესთავაზა 12 მილიონი ევრო (დაახლოებით 200,000 ფუნტი კვირაში).
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც მათ გადაწყვეტილებას ართულებს, არის ის თუ რამდენად ხელმისაწვდომია მბაპე. ამისათვის მათ თანხის შეგროვება დასჭირდებათ და ვარანის გაყიდვა სავალდებულო იქნება. მაგრამ თუ მბაპესთან შეთანხმება შეუძლებელია, მაშინ მათ ენდომებათ ვარანის შენარჩუნება.
თავის მხრივ, "იუნაიტედს" სურს გარიგების დადება სწრაფად, რომ მათ ჰქონდეთ დრო, რომ 28 წლის ფეხბურთელი ინტეგრირდეს თავიანთ გუნდში წინა სეზონის განმავლობაში.
https://thepeoplesperson.com/