დონი ვან დე ბეეკი არ განიხილებოდა გარიგების ნაწილად რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედსა" და მადრიდის "რეალს" შორის რაფაელ ვარანის თაობაზე უნდა წარმართულიყო. - წერს ფაბრიციო რომანო.
ერთი კვირის წინ ინგლისურმა გრანდმა ესპანელებს ვარანის შესახებ ჰკითხეს თუმცა ოფიციალური შეთავაზება ოფიციალური ფასით ჯერ კიდევ არ არსებობს. დასძენს ინსაიდერი.
აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ "სამეფო კლუბი" ფრანგ ცენტრალურ მცველს მხოლოდ 60 - მილიონ ევროდ დათმობდა, "გლეიზერების" კლუბს უკანახაზელ ფეხბურთელში ამხელა თანხის გადახდა არ სურს.
რაც შეეხება დონი ვან დე ბეეკს, შემტევი ნახევარმცველი კარლო ანჩელოტის გუნდში შესაძლოა არენდის წესით გადაბარგდეს, მაგრამ ის რომ ჰოლანდიელი ვარანის ტრანსფერში იქნება ჩართული ეგ არ იქნება.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.