მას შემდეგ რაც ფრანგულმა "პარი სენ ჟერმენმა" ესპანეთიდან სერხიო რამოსის, იტალიიდან აშრაფ ჰაკიმის ტრანსფერი დაასრულა, ხოლო "მილანიდან" კიპერის ჯანლუიჯი დონარუმას გადაყვანის თაობაზე შეთანხმებას მიაღწევს, ჯერი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგ ვარსკვლავზე პოლ პოგბაზე მიდგება.
მაურისიო პოჩეტინოს გუნდს "წითელი ეშმაკების" ნახევარმცველის დამატება დიდი ხანია სურს, თავის მხრივ პრესისი ფურცლების თანახმად სამუშაო ადგილის შეცვლის წინააღმდეგი არც ფეხბურთელია.
ფრანგები ფიქრობენ რომ მისი ტრანსფერის შემაფერხებელი ნაწილი არც სატრანსფერო თანხა და არც თავად პოლის სახელფასო განაკვეთი იქნება. - ინფორმაციას L'Equipe - ი ავრცელებს.
ზემოაღნიშნული წყაროს მტკიცებით შეთანხმება შესაძლოა 50 ან 60 მილიონის ფარგლებში შედგეს. როგორც ჩანს პოგბას "მანჩესტერული" კარიერა შესაძლოა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე დასრულდეს.