"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა იმ გარემოებაზე ისაუბრა თუ როგორ რეაგირებდა ის გუნდის მარცხზე და როგორ რეაგირებდნენ ამ ყველაფერზე მაგალითად პოგბა და ლინგარდი.
”მახსოვს,”იუნაიტედის” დამარცხებიდან ერთი დღის შემდეგ, ვარჯიშზე მოვედი, ჯერ კიდევ გაღიზიანებული, მაიკლ კერიკთან ერთად გასახდელში შევედი.
იქ დავინახეთ, რომ ჯესი ლინგარდი და პოლ პოგბა ცეკვავდნენ. მივედი, მუსიკა გამოვრთე და სპიკერები გამოვიტანე გასახდელი ოთახიდან. ასეთი პოზიცია მაქვს, ასე გავიზარდე ფეხბურთში.
პოლმა და ჯესიმ ეს მიიღეს, რადგან მე გამოცდილი ფეხბურთელი ვიყავი, მათ ამით არაფერი საშინელი არ ჩაუდენიათ, არავისთვის შეურაცყოფა არ მიუყენებიათ, უბრალოდ მათ ჩემი ხასიათი იცოდნენ რომ მე ძველი სკოლიდან ვიყავი". - განაცხადა რუნიმ დასასრულს.