მიუნხენის "ბაიერნის" ახალი მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი გეგმავს, რომ კლუბიდან ლეონ გორეცკა არ გაუშვას. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელის მიმართ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოხატავს.
ახალგაზრდა სპეციალისტს ფეხბურთელის მიმართ თავისი გეგმები აქვს. მეტიც მას სურს, რომ ფეხბურთელმა კონტრაქტი გაახანგრძლივოს რომელიც 2022 წლის ზაფხულში იწურება, ამ დრომდე მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება არ გაფორმებულა.
მთავარი პრობლემა ნახევარმცველის მიერ მოთხოვნილ ანაზღაურებაშია, სწორედ ამ ყველაფერს უთვალთვალებს ინგლისური გრანდი რომელიც მზად არის გორეცკას მოთხოვნილი პირობები "ოლდ ტრაფორდზე" დააკმაყოფილოს.
ზემოხსენებული ტრანსფერით ოლე გუნარ სოლსკიაერს სურს თავი დაიზღვიოს იმ შემთხვევაში თუ კლუბიდან ფრანგი ვარსკვლავი პოლ პოგბა წავა, ამ შემთხვევაში გორეცკამის ალტერნატიულ შემცვლელად სახელდება.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.