ფლორენტინო პერესის მადრიდული გრანდი, "მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელი ფეხბურთელის დონი ვან დე ბეეკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აკვირდება.
ესპანელებს ნახევარმცველის გადაბირება სურთ. საქმე ეხება ტრანსფერს არენდის წესით. შეთავაზება სწორედ ამ სახით შესაძლოა გაკეთდეს.
"რეალი" ფინანსური პრობლემებისდა გამო აქცენტს თავისუფალი აგენტის სტატუსი მქონე და ასევე არენდის წესით გადასაბირებელ ფეხბურთელებზე აკეთებს.
მადრიდელები "წითელ ეშმაკებს" დონის არენდისათვის 2 - მილიონ ევროს შესთავაზებენ. ინფორმაცია Daily Star - მა გაავრცელა.
გასულ სეზონში 24- წლის ჰოლანდიელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" პრემიერ ლიგის მატჩების ნახევარი ითამაშა, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 511 წუთი გაატარა. ვან დე ბეკმა კიდევ 17 მატჩის ჩატარება შეძლო სხვა ტურნირებში, სადაც გაცილებით მეტი სათამაშო დრო მიიღო, მაგრამ მხოლოდ ერთი ეფექტური პასით გამოირჩა.
ჭორები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.