მადრიდის "ატლეტიკოს" ინგლისელი მარჯვენა მცველი კიერან ტრიპიერი სამშობლოში დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა. მისი ტრანსფერით ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება.
თავად ტრიპიერის დიდი სურვლიც არის, რომ ინგლისური გრანდის შემადგენელი ნაწილი გახდეს და "ოლდ ტრაფორდზე" იასპარეზოს. ინფორმაციას Marca - ავრცელებს.
ამ ეტაპზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში არ არის და ჩიხშია შესული. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით ტრანსფერი იმდენად რეალური იყო რომ თითქოს კიერანის ოჯახი ქალაქ "მანჩესტერში" სახლსაც კი ეძებდა.
შეგახსენებთ, რომ სულ ახლახანს ინგლისურმა გრანდმა გერმანული "დორტმუნდიდან" გარემარბი ჯეიდონ სანჩო გაიფორმა, ტაბლოიდები "მანჩესტერელების" შემდეგ ტრანსფერს რაფაელ ვარანის კანდიდატურით მოიაზრებენ, როგორც ჩანს ნორვგიელის შემადგენლობა ახალი სახეების მისაღებად მზად არის.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.