"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ფეხბურთელის პო პოგბას წარმომადგენლებსა და ინგლისური გრანდის მესვეურებს შორის ფეხბურთელის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
თუმცა "ოლდ ტრაფორდზე" მზად არიან გარისკონ და პოგბა მისი მიმდინარე ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდში დატოვონ, რის შემდეგაც 2022 - წელს "გლეიზერების" კლუბს მისი უფასოდ გასხვისება მოუწევს. ინფორმაციას Sky Sports - ი ავრცელებს.
ახალი სეზონის დაწყების წინ პოლი სავარჯიშო სესიების დასაწყებად კლუბს დაუბრუნდება, თუმცა მისი მომავალი ამ დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ფრანგით ყველაზე აქტიურად მაურისიო პოჩეტინოს "პარი სენ ჟერმენი" ინტერესდება, თავის მხრივ როგორც ირკვევა სამშობლოში თამაშის წინაღმდეგი არც პოლი არ არის.
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.