სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" თამაში "რეალ მადირიდის" წინააღმდეგ ერთ–ერთი იმ მთავარ მიზეზთაგანია, რის გამოც მისთვის წარმოუდგენელია კარიერის დასრულება.
71 წლის სპეციალისტი მოუთმენლად ელის შემდეგ მატჩს და იმედოვნებს, რომ მის გუნდს მეხუთეჯერ გაიყვანს "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში მას შემდეგ, რაც "იუნაიტედს" ჩაუდგა სათავეში.
United Review–სთან ინტერვიუში მან ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც არ ტოვებს გუნდს: "გადაჭედილი ოლდ ტრაფორდი, ჩართული განათებები, შესანიშნავი მოედანი, რომელიც მსოფლიოს ორი საუკეთესო კლუბის თამაშს ელის – სწორედ ეს არის ამის მიზეზი."
"ხალხი მეკითხება, თუ რატომ არ ვამთავრებ მოღვაწეობას ამდენ წლიანი მუშაობის შემდეგ, მაგრამ როგორ შეუძლია ვინმეს ამ მატჩში მონაწილეობის შანსი გაუშვას ხელიდან."
"მე მსიამოვნებს როცა წარმოვიდგენ ჩვენს პიონერებს სერ მეტ ბასბის და სანტიაგო ბერნაბეუს, რეალის პრეზიდენტს, რომელმაც თავისი სახელი უწოდა სტადიონს, რომლებიც სხედან სტადიონზე იღიმიან და ტკბებიან ამ შესანიშნავი სანახაობით. ხოლო დანარჩენები შევეცდებით მორიგი შესანიშნავი ღამე ვაჩუქოთ მსოფლიოს."