ფრანგი მოხიბლულია პოჩეტინოს პროექტით.
გავრცელებული ინფორმაციით, "პარი სენ ჟერმენმა" გახსნა მოლაპარაკებები პოლ პოგბასთან ზაფხულში სამშობლოში დაბრუნების შესახებ.
28 წლის ფრანგი მზად არის გადავიდეს სხვა კლუბში და მიიღოს ახალი გამოწვევა. პოლს ძალიან ხიბლავს ახალი პროექტი, რომელსაც "პსჟ" იწყებს.
ამ ზაფხულს "იუნაიტედი" შეიძლება იძულებული გახდეს გაყიდოს ფრანგი, ან შემდეგ წელს უფასოდ დაკარგონ. ეს დიდი ზარალი იქნებოდა "იუნაიტედისთვის", რომელმაც მოხსნა ბრიტანეთის ტრანსფერული რეკორდი, როცა 2016 წელს ფრანგი მოიყვანა კლუბში 89 მილიონ ფუნტად.
პოგბა რჩება "იუნაიტედის" ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენად, თუმცა ჯერჯერობით ვერ შეძლო კლუბში ტიტულის მოპოვება.
გასულ ზაფხულს პოგბას სერიოზულად უკავშირებდნენ ესპანეთის ორ გიგანტს, "რეალს" და "ბარსელონას".
მადრიდის "რეალი" ახლოს იყო ფრანგის შეძენასთან, რომელსაც დაჟინებით ითხოვდა მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, რომელიც აღფრთოვანებული იყო პოგბას თამაშით, თუმცა მაშინ "იუნაიტედმა" მის სანაცვლოდ 100 მილიონი მოითხოვა და მადრიდელებმაც უკან დაიხიეს და ოფიციალური შეთავაზება აღარ გააკეთეს.
პოგბას ღირებულება ახლა ამ მაჩვენებლის მხოლოდ მესამედს შეადგენს, თუ გავითვალისწინებთ "იუნაიტედის" სურვილს, რომ არ დაკარგოს მოთამაშე უფასოდ მომავალ ზაფხულს.
ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში, პოგბას ცნობილმა აგენტმა მინო რაიოლამ საჯაროდ განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა "გუნდი უნდა შეცვალოს" და "ჰაერი უნდა გაწმინდოს".
რაიოლამ განუცხადა იტალიურ ყოველდღიურ გაზეთ Tuttosport - ს:
"მას აქვს კონტრაქტი, რომელსაც ვადა გადის წელიწადნახევარში, 2022 წლის ზაფხულში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო გამოსავალია გაყიდვა".
"წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბმა კარგად იცის, რომ რისკავს მისი დაკარგვით, იმის გათვალისწინებით, რომ ამ მომენტისთვის ფეხბურთელს არ სურს ხელშეკრულების გახანგრძლივება".https://www.dailymail.co.uk/home/index.html