მას შემდეგ, რაც რობერტო კარლოსმა გამოხატა აღფრთოვანება ლუკ შოუს მიმართ სოციალურ ქსელში, ESPN - ის ჟურნალისტებმა ლეგენდარულ ბრაზილიელს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა "იუნაიტედის" მცველის თამაშზე.
"შედარება არ მომწონს, ეს ფეხბურთის ორი განსხვავებული პერიოდია", - თქვა მადრიდის "რეალის" ყოფილმა მცველმა. - "მე ჩემი დრო მქონდა, ლუკს თავისი. ვფიქრობ, ჩვენი მსგავსება შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ მას აქვს გამარჯვების ძალა და სურვილი, როგორც მე ჩემს დროში."
"თქვენ ხედავთ, რომ შოუ ძალიან მოტივირებულია, უკრაინის წინააღმდეგ თამაშში ის ძალიან კარგი იყო. ის იხვეწება და ვფიქრობ, რომ ყველაფერი აქვს, რომ აღმასვლა გააგრძელოს. ის ინგლისის მთავარი მარცხენა მცველია - ეს ბევრ რამეს ამბობს".
ლეგენდარული მცველის ასეთი სიტყვების შემდეგ შოუმ თქვა: "ბუნებრივია, ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველისგან. ვნახე რომ მან გამომიწერა და კომენტარი გააკეთა ჩემს ფოტოზე და სიმართლე გითხრათ, ჯერ კიდევ არ მჯერა! "
ინტერვიუები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.