გასულ სეზონში, ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედში" ერთ ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ლუკ შოუ გახდათ, რომელმაც შესანიშნავი თამაშები ჩაატარა. ფეხბურთელი წარმატებულ ასპარეზობას ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზეც განაგრძობს.
მარცხენა მცველმა, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გატანილ ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა, მან ასევე უკრაინის ნაკრებთან მეოთხედ ფინალში საკუთარ აქტივს ორი საგოლე გადაცემა შემატა.
თანაგუნდელის შესანიშნავ ფორმას ჰარი მაგუაიერი გამოეხმაურა და ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ლუკის ამ ტრანსფორმაციაზე ისაუბრა.
"პირველი რაც უნდა აღინიშნოს არის ის, რომ მას ყოველთვის ჰქონდა შესაძლებლობა მიეღწია ამ ყველაფრისთვის. აქვს ყველაფერი იმისათვის რომ გახდეს მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა მცველი.
ყველაზე მთავარი რაც მისი ტრანსფორმაციის დროს შევამჩნიე იყო მენტალიტეტი და მოთხოვნა საკუთარი თავის მხრიდან გაუმჯობესების კუთხით.
ახლა ის ცდილობს ითამაშოს არამხოლოდ კომფორტულად მოედანზე, არამედ ცდილობს იყოს საუკეთესო თითოეულ მატჩში. მასთან ისევე როგორც მოედანზე მის ფარგლებს გარეთაც კარგი ურთიერთობა მაქვს.
ჩემთვის მიუღებელია თუ ის შეტევაზე გადასვლის შიშით ითამაშებს, რადგან თქვენ ყველა ხედავთ თუ რამდენად საშიშია მოწინააღმდეგისთვის. როდესაც ის მთელ ფლანგს გაურბის და საშიშ მომენტებს ქმნის, ეს მოგების უფრო მეტ შანსს გვაძლევს, რაც ყველაზე მთავარია.
"მთელი წლის განმავლობაში მან აჩვენა, თუ რისი მიცემა შეუძლია "მანჩესტერ იუნაიტედისათვის" და ახლა ის აჩვენებს ამ ყველაფერს მსოფლიოს. მისგამო ძალიან ბედნიერი ვარ. ვიმედოვნებ, რომ იგი იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს, გააუმჯობესებს საკუთარ თავს. დარწმუნებული ვარ, ის ამას შეძლებს". - განაცხადა დასასრულს მაგუაიერმა.