პოლ პოგას საგა გრძელდება და ჯერაც გაურკვევლია მისი მომავალი. სად გააგრძელებს ფრანგი კარიერას ჯერ კიდე გაურკვევლია.
არავისთვის არ არის ახალი, რომ პოლ პოგბას ოცნება მადრიდის "რეალში" თამაშია, თუმცა ამჯერად მას საფრანგეთის ჩემპიონატში სურს ძალების მოსინჯვა. გავრცელებული ინფორმაციით საფრანგეთის ბინადრები უკვე დაუკავშირდნენ აგენტ მინო რაიოლას და წინასწარი მოლაპარაკებები გამართეს.
ფაბრიციო რომანომ გასულ თვეში თქვა, რომ "იუნაიტედი" პოლს არ გაუშვებს და გარისკავს. რისკი კი მისი უფასოდ დაკარგვაა, რადგან ფრანგს მხოლოდ 12 თვე აქვს დარჩენილი "იუნაიტედთან."
თუ ინგლისელები პოლს ახალ ხელშეკრულებაზე ვერ დაიყოლიებენ, მაშინ მოუწევთ გადაწყვეტილების სწრაფად მიღება. ან ამ ზაფხულს შეელევიან ფრანგს და დაახლოებით 60 მილიონს მიიღებენ, ან დატოვებენ კიდე ერთი სეზონი და შემდეგ უფასოდ გაუშვებენ.