ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს, რომ ედაურდო კამავინგას შეძენის მთავარი ფავორიტი "მანჩესტერ იუნაიტედია" და მოლაპარაკებები "რენთან" წარმატებით მიმდინარეობს.
კამავინგას უკავშირებდნენ "რეალს" და "პესეჟეს" თუმცა რომანოს ცნობით ეს გუნდები "იუნიატედთან" კონკურენციაში ვერ შედიან და თუ რაიმე გაუთვალისწიენებლი არ მოხდა 18 წლის ფრანგი "წითელ ეშმაკებში" ითამაშებს.
კამავინგამ "რენის" რიგებში 82 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიატანა. აღნიშნული ტრანსფერი კლუბს 30 მილიონი ევრო დაუჯდება.