ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, როგორც კი ევროპის ჩემპიონატი დასრულდება, შოუ გრძელვადიან გაუმჯობესებულ კონტრაქტს მიიღებს.
25 წლის მცველს კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლამდე აკავშირებს და კვირაში 150,000 ფუნტს გამოიმუშავებს, თუმცა ახალი ხელშეკრულებით მისი ხელფასი კვირაში 190,000 ფუნტი სტერლინგით განისაზღვრება.
გასულ სეზონში შოუ "იუნაიტედის" რიგებში ერთერთი საუკეთესო იყო. სოლსკიაერი მას მთელი სეზონის განმავლობაში ეყრდნობოდა და შეიძლება ითქვას, რომ ლუკს კარიერაში საუკეთესო წელი ქონდა.
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.