რაფა ვარანთან წინასწარი შეთანხმება შედგა და ახლა ყველაფერი მადრიდელებზეა დამოკიდებული.
ABC Deporte -ის ინფორმაციით, ფრანგი "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუთანხმდა, სადაც მისი გასამრჯელო 12 მილიონი იქნება."რეალში" მისი ხელფასი 7 მილიონი ევროთი განისაზღვრება და ფინანსური პრობლემების გათვალისიწნებით მისი ამჟამინდელი კლუბი მის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
გამოცემა წერს, რომ ფრანგმა კლუბს აცნობა, რომ პრე - სეზონის დაწყება "წითელ ეშმაკებთან" ერთად სურს და ტრანსფერის დახურვას მომდევნო 2 კვირაში ითხოვს. ინგლისელებმა უკვე აცნობეს ესპანელებს, რომ მათ 45 მილიონის მეტის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ, რაც მადრიდელებისთვის მიუღებელია და 28 წლის მცველის სანაცვლოდ 55 მილიონს ითხოვს.
მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება და დიდი ალბათობით 28 წლის მსოფლიო ჩემიპიონი "იუნაიტედის" ფორმას მოირგებს.
ჭორები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.