"მანჩესტერ იუნაიტედის" და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო, ევროპის ჩემპიონატის დღეს გასამართ შეხვედრას ძირითადში დაიწყებს. ინფორმაციას The Athletic - ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ეურო 2020 - ის მეოთხედფინალურ მატჩში გარეთ საუთგეიტის გუნდი უკრაინას დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში ინგლისელები "ჩეხეთი - დანია" - ს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.
აღსანიშნავია ერთი გარემოება, რომ სანჩოს მიმდინარე ჩემპიონატში ძირითადიდან შეხვედრა არ დაუწყია, მეტიც მას საერთო ჯამში მხოლოდ 7 წუთი აქვს მოედანზე გატარებული.
შეხვედრა თბილისის დროით 23:00 სთ-ზე აიღებს სტარტს. მატჩი იტალიაში "სტადიო ოლიმპიკო" - ზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანრჯის პირველი შენაძენი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" სწორედ სანჩო გახლავთ რომელსაც "გლეიზერების" კლუბი სულ მალე ოფიციალურად წრადგენს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ.
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.