მადრიდული გრანდის ფრანგი უკანახაზელის რაფაელ ვარანის მომავალი ამ დრომდე ჩიხშია მოქცეული. შეგახსენებთ, რომ მისი გადაბირებით ყველაზე აქტიურად "მანჩესტერ იუნაიტედი" მუშაობს.
"წითელი ეშმაკები" პერესს ფრანგის სანაცვლოდ 45 - მილიონ ევროს სტავაზობენ, ესპანელებს კი 60 - მილიონი ევრო სურთ. გავრცელებული ცნობებით რაფაელმა "იუნაიტედთან" პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.
მაშ ასე, უახლესი ინფორმაციით ცენტრალური მცველი "ოლდ ტრაფორდზე" 12 - მილიონ ევროს მიირებს ყოველწლიურად, ხელშეკრულება 5 - წლით გაფორმდება.
"7 - მილიონი ევრო 4 - წლიანი ხელშეკრულებით" - ეს ის ციფრებია რომელსაც პერესი ფრანგი ფეხბურთელის წარმომადგენლებს სთავაზობს, ვარანი უარზეა რადგან მას იმდენივეს მიღება სურს რამდენიც ესპანელთა ახალწვეულს დავიდ ალაბას აქვს - 12 - მილიონი ევრო.
ჭორები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.