"მანჩესტერ იუნაიტედი" გეგმავს დააკმაყოფილოს ის მოთხოვნილი სახელფასო განაკვეთი რომელსაც რაფაელ ვარანის აგენტი წარუდგენს მათ". - წერს ცნობილი სატრანსფერო გურუ ფაბრიციო რომანო.
ინსაიდერი ასევე ამატებს, რომ არ აქვს შეგრძნება იმისა, რომ ეს ტრანსფერი უახლოეს დღეებში დაიხურება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
როგორც აქამდე გახდა ცნობილი. მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი რომელსაც სამეფო კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება, "წითელი ეშმაკებისგან" კვირაში 400 000 ფუნტ-სტერლინგს ითხოვს, ის შესაძლოა "გლეიზერების" კლუბის მომდევნო შენაძენი გახდეს ამ სატრანსფერო ფანჯარაზე, რადგან ინგლისელები ცენტრალურ მცველს აქტიურად ეძებენ.
იმ შემთხვევაში თუ ვარანი "ოლდ ტრაფორდზე" ხელშეკრულების ამ პირობებით გადაბარგდება, ის ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსს მიიღებს.
ამ მომენტისტვის ასეთ სტატუსს დავიდ დე ხეა ატარებს რომელიც კვირაში 375 ათას ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს.
ESPN - ის ჟურნალისტმა როდრიგო ფაესმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე განაცხადა, რომ გარიგებით მადრიდული გრანდი ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 - მილიონ ევროს მიიღებს ხოლო ტრანსფერი მაქსიმუმ ორ კვირაში დაიხურება.
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.