ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ინგლისური გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედი" ცხელი დღეების მოწყობას გეგმავს.
კლუბმა უკვე გაიფორმა ჯეიდონ სანჩო, კონტრაქტი გააგრძელა ასევე ხუან მატამ, "ოლდ ტრაფორდს" დაუბრუნდა მეკარე ტომ ჰიტონი და კიდევ ერთ მეკარეს ლი გრანტს ხელშეკრულება გაუგრძელდა.
სულ ეს არ არის, "წითელი ეშმაკების" ნორვეგიელ მენეჯერს ოლე გუნარ სოლსკიაერს ინტერესთა სფეროში "ევერტონის" ინგლისელი თავდამსხმელი კალვერტ-ლევინი ჰყავს მოქცეული. ინფორმაციას The Sun - ი ავრცელებს.
გასულ სეზონში, "ევერტონის" მაისურით კალვერტ-ლევინმა 40 მატჩის ჩატარება შეძლო. აღნიშნულ შეხვედრებში თავდამსხმელმა გოლით 21 - ჯერ გამოიჩინა თავი.
მიმდინარე კონტრაქტი ფხბურთელს მის ამჟამინდელ კლუბთან 2025- წლამდე აკავშირებს.