ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელმა მარჯვენა მცველმა დიოგო დალომ შესაძლოა კლუბი დატოვოს.
ცნობილი ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ცნობით, "წითელი ეშმაკები" აღარ გეგმავენ ფეხბურთელის კიდევ ერთხელ არენდის წესით გასხვისებას, მოლაპარაკებები მხოლოდ მის სრულ შესყიდვაზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 22 - წლის უკანახაზელმა გასული სეზონი იტალიურ "მილანში" გაატარა, სადაც მან 33 - შეხვედრის ჩატარება შეძლო, გაიტანა 2 - გოლი და 3 - საგოლე გადაცემითაც შეძლო პირადი აქტივის შევსება.
მიმდინარე კონტრაქტით დალო ინგლისურ გრანდთან 2023 - წლის 30 - ივნისამდე არის დაკავშირებული. მისი სატრანსფერო ფასი ავტორიტეტული პორტალის ტრანსფერმარკეტის მიხედვით 10 - მილიონ ევროს შეადგენს.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.