სანჩოს შემდეგ ვარანი.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მოლაპარაკებები გამართა. რაფაელ ვარანს ერთი წელი აქვს დარჩენილი და მისით "იუნაიტედის" გარდა "პსჟ" არის დაინეტერსებული.
თავდაპირველი მოლაპარაკებები შედგა და ფრანგი რჩება ისეთ მოთამაშედ, რომელსაც "იუნაიტედი" განიხილავს, თუმცა ფიქრობენ, რომ სხვა კლუბებიც დაინტერესდებიან, მათ შორის "პარი სენ-ჟერმენი."
ვარანს მადრიდის "რეალთან" კონტრაქტზე კიდევ ერთი წელი აქვს დარჩენილი და გასარკვევია, ესპანური კლუბი საბოლოოდ მას წასვლის საშუალებას მისცემს თუ არა. სერხიო რამოსმა უკვე დატოვა კლუბი კონტრაქტის დასრულების შემდეგ.
"იუნაიტედმა" იცის, რომ ვარანს ხელშეკრულება ეწურება და სატრანსფერო ფასის მაქსიმალურად დაწევას ცდილობს.
პრემიერ ლიგის გუნდმა უკვე გადადგა ნაბიჯები მომავალი სეზონის შემადგენლობის გასაძლიერებლად, ინგლისის ნაკრების წარმომადგენელი ჯეიდონ სანჩო დორტმუნდის "ბორუსიიდან" 73 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეუერთდება.
28 წლის ვარანი "რეალს" 2011 წლის ზაფხულში ფრანგული "ლენსისგან" შეუერთდა და კლუბში 350-ზე მეტი მატჩის ჩატარება მოასწრო.
The Guardian - ის თანახმად კი ვარანის შეძენასთან "ეშმაკუნები" ძალიან ახლოს არიან.
https://www.skysports.com/