თითქმის უკვე ყველა ცნობილი წყაროს მტკიცებით, დორტმუნდის "ბორუსიას" და ინგლისურ გრანდ "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის გარიგება შედგა, გერმანელების კუთვნილებაში მყოფი ინგლისელი გარემარბი ჯეიდონ სანჩო სამშობლოში "წითელი ეშმაკების" მაისურით გააგრძელებს ასპარეზობას.
სხვადასხვა წყაროები სხვადასხვა სატრანსფერო ფასზე წერენ. Goal - ის მიერ გავრცელებული ცნობით ეს თანხა რიცხვებში 90 მილიონი ევროს სახით გამოიყურება.
აღსანიშნავია ერთი გარემოება, რომ ამ ტრანსფერით "მანჩესტერ სიტი" განსაზღვრულ თანხას მიიღებს. მოგეხსენებათ ჯეიდონ სანჩო "ქალაქელების" აკადემიის წევრი გახლდათ, სწორედ ამიტომ გვარდიოლას გუნდი ინგლისელის "ოლდ ტრაფორდზე" ტრანსფერით 12 - მილიონი ევროს ოდენობით გამოიმუშავებს.
სანჩო "მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდულ გუნდში 2016-2017 წლებში თამაშობდა. მოგვიანებით, თავდამსხმელი თითქმის 8- მილიონ ევროდ გადავიდა დორტმუნდის "ბორუსიაში". "ქალაქელებმა" ხელშეკრულებაში შეიტანეს პუნქტი მოთამაშის შემდგომი შესაძლო ტრანსფერიდან 15- პროცენტის მათ ბიუჯეტში შეტანის თაობაზე.
დიდი ალბათობით "იუნაიტედი" სანჩოს ტრანსფერს უკვე ოფიციალურად უახლოეს საათებში დაადასტურებს.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.