Manchester Evening News - ზე დაყრდნობით, ფერგი ბიუჯეტს უფრთხის და მიზნად ისახავს ისეთი ახალბედა ფეხბურთელების შეძენას, რომელთაც სხვადასხვა პოზიციებზე თამაში შეუძლიათ.
ესეთი შესაძლებლობებით გამოირჩევიან ვიქტორ ვანიამა, რომელიც შოტლანდიურ ”სელტიკში” ასპარეზობს და კევინ სტროოტმან, რომელიც ჰოლანდიურ ”პსვ” - ში თამაშობს.
ვიქტორ ვანიამა კენიელი ნახევარმცველია. მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ”სელტიკის” თამაშებში. ვანიამა არის ფიზიკურად ძლიერი, რომელსაც ჩამშლელ ნახევარმცველად და მცველად შეუძლია თამაში.
რაც შეეხება სტროოტმანს ის ”წითელი ეშმაკების” ინტერესების სფეროში 12 თვის წინ მოხვდა. კევინი არაჩვეულებრივად ასპარეზობს ჰოლანდიის ერედივიზიონში, რითიც გრანდების ყურადღბას იპყრობს. მან ასევე კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჰოლანდიის ნაკრებშიც.