იმ შემთხვევაში თუ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ვარსკვლავი პოლ პოგბა გუნდიდან წავა, "წითელი ეშმაკების" მენეჯმენტი მის ნაცვლად ეცდება გერმანიიდან მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელი ნახევარმცველი ლეონ გორეცკა გადმოიბიროს. ინფორმაციას Bild - ის ჟურნალისტი კრისტიან ფილკი ავრცელებს.
მიუნხენელების ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ასევე მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა" გამოხატავენ. როგორც ჩანს ინგლისურ გრანდს გორეცკას შესაძენად სერიოზული წინაღობების გადალახვა მოუწევს.
რაც შეეხება პოგბას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, მის ამჟამინდელ კლუბსა და ფეხბურთელის აგენტს მინო რაიოლას შორის შეთანხმება ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე, ვერ ხერხდება.
ბუნდესლიგის გასულ სეზონში ლეონ გორეცკამ 24 - მატჩში მიიღო მონაწილეობა, საკუთარი აქტივი კი 5 - გოლით და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემით შეავსო.
სიახლეები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.