საფრანგეთისა და შვეიცარიის მატჩის დროს ადრიენ რაბიოს დედა ვერონიკა აღშფოთებული იყო იმ ფაქტით, რომ პოლ პოგბამ ბოლო წუთებზე ბურთი დაკარგა, რასაც შვეიცარიელთა გოლი მოჰყვა და ანგარიში გათანაბრდა.
რაბიოს დედამ პოგბას მშობლებს ჰკითხა, რატომ უნდა დაკარგო ბურთი ასეთ დროს. რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ვერონიკა რაბიო მბაპეს მამასაც გადაწვდა და უთხრა, რომ მის შვილზე უფრო მეტად მოეხდინა ზემოქმედება, რომ ის ასეთი ამპარტავანი არ ყოფილიყო.
ყველაფერი პოგბას მშობლების მწვავე შეფასებით დაიწყო, როდესაც რაბიომ ერთ მომენტში შეცდომა დაუშვა. ვერონიკა რაბიო რომელიც ამავდროუალდ მისი შვილის აგენტიცაა მწვავედ დაუპირისპირდა პოლის მშობლებს, საბოლოოდ სიტუაცია დაცვამ განმუხტა.