პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" ფრანგი ნახევარმცველი ადრიენ რაბიო მომავალი სეზონიდან შესაძლოა ინგლისის "ნისლიან ალბიონზე" აღმოჩნდეს.
საქმე ეხება "მანჩესტერ იუნაიტედს" რომელიც რაბიოს მონიტორინგს აქტიურად ანხორციიელებს. პრესა წერს ასევე იმ ფაქტზეც რომ, ევროპის ჩემპიონატის მატჩს საფრანგეთსა და შვეიცარიას შორის თვალს ადევნებდნენ "იუნაიტედის" სკაუტები.
გავრცელებული ინფორმაციების თანახმად იტალიური გრანდი არ არის წინააღმდეგი რაბიოს გასხვისების. შესაბამისი სატრანსფერო ფასის შეთავაზების შემდეგ "ბებერი ქალბატონი" რაბიოს გასხვისებაზე იფიქრებს.
ნახევარმცველი "იუვენტუსს" 2019 წელს ფრანგული "პარი სენ ჟერმენი" - დან შეუერთდა. ტრანსფერმარკეტის თანახმად ფეხბურთელი 30 - მილიონ ევროდ არის შეფასებული.