დონი ვან დე ბეეკი რომელიც ინგლისში ასპარეზობის პირველი სეზონის შემდეგ არცთუ ისე დამაჯერებლად იკავებდა ოლე გუნერის შემადგენლობაში ადგილს, მომავალ სეზონშიც ნორვეგიელის გუნდში იქნება.
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცლებული ცნობით, რომელიც საინფორმაციო წყაროების გავრცელებაში მაღალი დონით სარგებლობს, ოლე გუნარ სოლსკიაერი კმაყოფილია დონი ვან დე ბეეკის მოქმედებებით გამომდინარე იქიდან რომ ფეხბურთელს არცთუ ისე ბევრი დრო ეძლევა სატამაშოდ.
როგორც ჩანს 24 - წლის ფეხბურთელი ყოველთვის იყო ფანტასტიური პროფესიონალი თავის საქმეში და მას არასდროს გამოუთქვამს უკმაყოფილება მცირე სათამაშო დროის გამო.
დონი თვლის რომ "იუნაიტედის" ძირითადი გუნდის წევრი მალე გახდება და ამისთვის ბრძოლას გეგმავს, ის წასვლას არ აპირებს მას დარჩენა სურს. ის მზადაა კლუბში ყველას დაუმტკიცოს თუ რაოდენ ფასეული ფეხბურთელია.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.