ოლე გუნარ სოლსკიაერის კარის დარაჯის დავიდ დე ხეას "მანჩესტერული" კარიერა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დასრულდეს.
ესპანელი კიპერის ძირითადი ადგილი კლუბში ასე თუ ისე "წითელი ეშმაკების" ახალგაზრდა მეკარემ დინ ჰენდერსონმა შეარყია, დავიდმა ასევე დაკარგა კუთვნილი ადგილი ლუის ენრიკეს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში.
30 - წლის ფეხბურთელის კონტრაქტი "ოლდ ტრაფორდელებთან" კიდევ 2 წელიწადზეა გათვლილი. გავრცელებული ცნობებით დე ხეას მიმართ ინტერესი მის ყოფილ კლუბს მადრიდის "ატლეტიკოს" აქვს.
საუბარია ასევე კატალონიურ გრანდზე "ბარსელონაზე". ინტერესი ასევე არსებობს იტალიიდან კერძოდ, "მილანი" და "იუვენტუსი" მეკარის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას აქტიურად აკვირდებიან.
ჭორები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.