ცნობილია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მიაღწია სრულ შეთანხმებას მადრიდის "რეალთან" რაფაელ ვარანის ტრანსფერის შესახებ. ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად საუბრობენ ფეხბურთელის "მანჩესტერში" გადასვლაზე.
როგორც ინგლისურ, ასევე ესპანურ პრესაში, ამის შესახებ აქტიურად იწერება. ახლა კი როდესაც საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა, ვარანის სხვა კლუბში გადასვლის პროცესი უფრო დაჩქარდება.
შვეიცარიის ნაკრების მიერ ფრანგების დამარცხება "იუნაიტედს" შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ ილაპარაკოს თავად ფეხბურთელთან და მის წარმომადგენლებთან.
ესპანელმა ჟურნალისტმა პიპი ესტრადამ, "El Chiringuito TV"- ს ეთერში საუბრისას, განაცხადა, რომ "იუნაიტედმა" უკვე მიაღწია "სრულ შეთანხმებას" მადრიდთან და აღნიშნა, რომ ვარანს მადრიდულ კლუბში წარმატებული თამაშის შემდეგ კარიერაში ახალი გამოწვევა სურს.
ერთადერთი პრობლემა შეიძლება იყოს ფრანგის ხელფასი - ეს არის დაახლოებით 400,000 ფუნტი კვირაში. ამავე დროს, როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ვარანი კვლავ რჩება ოლე-გუნარ სოლსკიაერის მთავარ სატრანსფერო მიზნად.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.