Daily Telegraph- ის ჟურნალისტი მაიკ მაგრატი ირწმუნება, რომ იამაიკის ნაკრები გეგმავს დაარწმუნოს მეისონ გრინვუდი, შეცვალოს მოქალაქეობა და დაეხმაროს "რეჯის ბიჭებს" მსოფლიო თასის ფინალში.
გრინვუდი ტრავმის გამო არ წავიდა ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო ისლანდიასთან სადებიუტო მატჩის შემდეგ ინგლისში აღარ უთამაშია, რის შემდეგაც იგი, ფილ ფოდენთან ერთად, გუნდიდან გააძევეს კარანტინის დარღვევის გამო.
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის მშობლები იამაიკიდან არიან და გრინვუდს კვლავ აქვს მოქალაქეობის შეცვლის უფლება, მიუხედავად უეფას ერთა ლიგის მატჩში მონაწილეობისა, რადგან წესების თანახმად, 21 წლამდე მოთამაშეებს, რომლებსაც 3 - ზე მეტი ოფიციალური მატჩი არ უთამაშიათ ეროვნული გუნდის შეცვლის უფლება აქვთ.
მანამდე იამაიკის ფეხბურთის ფედერაციამ დაარწმუნა "იუნაიტედის" კიდევ ერთი აკადემიელი რაველ მორისონი, რომ ეთამაშა მათ გუნდში, ასევე "ვესტჰემის" თავდამსხმელი მაიკლ ანტონიო, "უოტფორდის" თავდამსხმელი ანდრე გრეი და "რეინჯერსის" ნახევარმცველი კემარ რუფი.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.