თბილისი:
მანჩესტერი:
27-06-2021, 23:46
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1679,
კომენტარები: 7
"იუნაიტედის" ინტერესი საფრანგეთში
ინგლისელები "რენის" ფეხბურთელით დაინტერესდნენ.
ფრანგული "რენის" ნახევარმცველი ედუარდო კამავინგა, ოლეგუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესთა სფეროში მოექცა. ამის შესახებ Daily Mail - ი წერს.

გასულ წელს "წითელმა ეშმაკებმა" ვერ შეძლეს დორტმუნდის "ბორუსია" - დან ჯუდ ბელინგემის ტრანსფერი, როგორც ჩანს კამავინგა ინგლისელების ალტერნატიული ტრანსფერი გახდა.

კამავინგას სტაბილური ასპარეზობა ევროპული ტოპ - კლუბების ყურადღების გარეშე არ დარჩენილა. ახალგაზრდა ნიჭიერი ნახევარმცველი სულ რაღაც 18 - წლის გახლავთ.

ფრანგის მიმართ ნტერესს ასევე გერმანული "ბაიერნი" და მაურისიო პოჩეტინოს "პარი სენ ჟერმენიც" გამოხატავს. ტრანსფერმარკეტი ნახევარმცველს 55 - მილიონ ევროდ აფასებს.
ჭორები
7 კომენტარი
№1
ავტორი: kOsTiA
28 ივნისი 2021 00:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
აშკარად დაცვაში უკეთესია ვიდრე წინ, ასევე აქვს უნარები არ იყოს No name ი და ალბათ რაღაც წარმატებასად მიაღწევს, მაგრამ აი თუ ვხვდებოდე აზრსს გეფიცებით, 50 მილიონი ევრო, იმ ფეხბურთელში, რომლის მსგავსი ჰანიბალის სახით გვყავს და "გვიგდია" ანუ გამაგებინეთ რა ლოგიკით იხდი 50 მილიონს ალბათობაში, როცა შეგიძლია მორჩე ამ გაუთავებელ ვაჭრობას იმ ***** დორტმუნდის ხელმძღვანელობასთან და გადმოიყვანო სანჩო, ან ვარანის შეძენისთვის დაზოგო. არმესმის აი მარაზმის ეს
1
№2
ავტორი: ikeoni
28 ივნისი 2021 00:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
საერთოდ არაა საჭირო ამის მოყვანა საერთოდ
1
№3
ავტორი: Rooni
28 ივნისი 2021 00:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
სანჩო მოგვარდა ეხლა
მცველი გვინდა და ერთი ჩამშლელიც თუ მოვიდა ხოკაი
1
№4
ავტორი: levionok
28 ივნისი 2021 02:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
კეინი მოათრიეთ რა კამავინდა რას ეწევით ამისთანას!
1
№5
ავტორი: Mike
28 ივნისი 2021 16:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
მესმის ფასის გამო დავობთ, მაგრამ 18 წლისაა საფრანგეთის ნაკრებშია და ერთერთი იმედისმომცემი ფეხბურთელია,რატომაც არა? ფრედი თუ ღირს კამავინგა რატომ არა? ძალიან ძლიერი ბიჭიამართლა
1
№6
ავტორი: zauri7
28 ივნისი 2021 16:53
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 125
ციტატა: kOsTiA
აშკარად დაცვაში უკეთესია ვიდრე წინ, ასევე აქვს უნარები არ იყოს No name ი და ალბათ რაღაც წარმატებასად მიაღწევს, მაგრამ აი თუ ვხვდებოდე აზრსს გეფიცებით, 50 მილიონი ევრო, იმ ფეხბურთელში, რომლის მსგავსი ჰანიბალის სახით გვყავს და "გვიგდია" ანუ გამაგებინეთ რა ლოგიკით იხდი 50 მილიონს ალბათობაში, როცა შეგიძლია მორჩე ამ გაუთავებელ ვაჭრობას იმ ***** დორტმუნდის ხელმძღვანელობასთან და გადმოიყვანო სანჩო, ან ვარანის შეძენისთვის დაზოგო. არმესმის აი მარაზმის ეს

ჰანიბალი საყრდენი არაა და ამას შეუძლია საყრდენად თამაში.
ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. 1 წელი აქვს დარჩენილი და 40-45 ლიმონად შეიძლება მოყვანა. დიდი ტალანტია და ბელინგემივით აღარ უნდა დაგვემართოს. ცადონ იქნებ გამოდის.

№7
ავტორი: SANDROGRIGA
28 ივნისი 2021 21:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
რაღაც არამგონია ინტერესი იყოს ამის მიმართ
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top